ეკატერინე სისვაძე

საკვალიფიკაციო გამოცდების კოორდინატორი

ეკატერინე სისვაძე საკვალიფიკაციო გამოცდების კოორდინატორის პოზიციას იკავებს 2020 წლის 2 ოქტომბრიდან. 

1996-2000 წლებში ეკატერინე სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე  თბილისის ტელე-რადიო ინსტიტუტში.

2008-2009 წლებში, ეკატერინე მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში  და ასრულებდა  სტილისტ-კორექტორისა და მდივან-რეფერენტის ფუნქციებს და მონაწილეობდა ადვოკატთა ტესტირების მომზადებაში.

2010-2013 წლებში იგი დაინიშნა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის  და ადვოკატთა რეესტრის წარმოების კოორდინატორის თანამდებობაზე.

2014-2017 წლებში ეკა ასრულებდა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების კოორდინატორის ფუნქციებს.

2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე ასრულებდა სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობას.

2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის ოქტომბრამდე იკავებდა სასწავლო ცენტრის უფროსი კოორდინატორის პოზიციას.

გარდა მშობლიური ენისა, ეკატერინე ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი