
შალვა ხაჭაპურიძე
შალვა ხაჭაპურიძე არის KH & PARTNERS-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ის არის სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის დარგების აღიარებული ექსპერტი. აქვეს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვის მრავალწლიანი გამოცდილება. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მრავალსაქმეიანი პრაქტიკა. 100-ზე მეტი გამამართლებელი განაჩენი და 1000-ზე მეტი საპროცესო შეთანხმება.
შალვამ 1994 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2024 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი.
შალვას სამუშაო გამოცდილება საკმაოდ ვრცელია. ის 2017-2022 წლებში იყო შალვა ხაჭაპურიძის საადვოკატო ბიუროს დამფუძნელებლი და დირექტორი, 2006-2017 წლებში ხაჭაპურიძე და იურიდიული კომპანიის - დამფუძნებელი და დირექტორი. 2001-2006 წლებში იკავებდა თავმჯდომარისა და მოსამართლის პოზიციას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, იყო იმერეთის რეგიონის მმართველი მოსამართლე და უზენაესი სასამართლოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1993-2000 წლებში სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის იურისტ-კონსულტანტი, ქუთაისის პროკურატურის გამომძიებელი, იმერეთის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიბელეი, საქართველოს გენერალური პროკურატურს გამოძიებაზე ზედამხედველი პროკურორი.
შალვა არის 200-ზე მეტი იურიდიული სტატიის ავტორი, გავლილი აქვს სამოსამართლეო სწავლებები შეერთებულ შტატებში, ბრემენში, ბერლინსა და პრაღაში. ის 1998 წელს გამოძიებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის მადლობით.
შალვა ასევე ესევა საზოგადოებრივ საქმიანობას. გარდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობისა ის არის ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
შალვა ხაჭაპურიძე 33 -წლიანი წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე მიჩნეულია სამართლის დარგის აღიარებულ ექსპერტად.