სოფიო მაჭავარიანი


2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურის განყოფილება, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2015 წელს - ამავე ფაკულტეტის დოქტორანტურა სამოქალაქო (საკორპორაციო) სამართლის მიმართულებით და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

2001-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.                                                                                                                                                                                       

2007 – 2010 წლებში იყო თბილისის  საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2010 – 2013   წლებში მუშაობდა   სს ,,ლიბერთი ბანკის” იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების ჯგუფის უფროსად.            

ამავე პერიოდში იყო  შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის “(DRC) არბიტრი.         

2014 წელს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბიუროს  თავმჯდომარის  მოადგილის თანამდებობას.

2014 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე კვლავ სს ,,ლიბერთი ბანკში” გააგრძელა საქმიანობა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და სასამართლო დავების განყოფილების უფროსად.     

2018 წლიდან დღემდე უწყვეტად ასევე, პარალელურად ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას შპს ,,GSTlegal”-სა და შპს “TSTlegal”-ში მმართველი პარტნიორის სახით.

2021 წელს მოიპოვა გადახდისუუნარობის ლიცენზირებული პრაქტიკოსის სერტიფიკატი და დღემდე უწყვეტად ეწევა მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეებზე პრაქტიკოსის საქმიანობას.

2024 წლის ივნისიდან სოფიო არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შპს ,,პალადისის“ თანადირექტორი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი.

სოფიო მაჭავარიანი წლებია პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის მაგისტრატურაში მოწვეული მასწავლებელი, შედარებითი საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში 2014 - 2023 წლებში კითხულობდა სალექციო კურსს მოთხოვნის უზრუნველყოფის შესახებ.

ასევე 2014 წლიდან უწყვეტად არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის კლინიკის მენტორი და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის მოწვეული მასწავლებელი. მაგისტრატურაში სალექციო კურსი მოიცავს გარიგებების უზრუნველყოფისა და აღსრულების სამართლის საკითხებს.

სოფიო მაჭავარიანი არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.

სოფიო მაჭავარიანი ასევე არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის წევრი, არბიტრთა ასოციაციის წევრი,   გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (ბრიპა) წევრი და სადისციპლინო კომიტეტის წევრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ასოცირებული  წევრი.

იგი ასევე 2023 წლიდან დღემდე შედის #55 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობაში.

სოფიო მაჭავარიანს აქვს MS Office პროგრამული პროდუქტების პროფესიონალურად გამოყენების უნარები.

იგი ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს სრულყოფილად.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი