სანდრო სამადბეგიშვილი


პრაქტიკის ძირითადი სფეროები:

არბიტრაჟი და დავების გადაწყვეტა, შრომითი ურთიერთობები და იმიგრაცია, საკორპორაციო (სამეწარმეო) სამართალი და M&A.

ძირითადი ინდუსტრიები:

ზოგადი ბიზნესი,  პროექტების ფინანსირება, ინფრასტრუქტურა და საჯარო-კერძო პარტნიორობა, ფარმაცევტიკა, სატრანსპორტო სფერო (ავიაცია)

სანდრო სამადბეგიშვილი იურიდიული ფირმის  MKD Law პარტნიორია. მისი პრაქტიკის 10 წლის მანძილზე 100-ზე მეტ კლიენტს გაუწია სამართლებრივი თანხლება 200-ზე მეტი დავის დროს, რომელთა ჯამური ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს

საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის მიერ განხლილული საქართველოსთან დაკავშირებული 11 დავიდან სანდრომ 7-ში მიიღო მონაწილეობა, როგორც იურიდიული ფირმაემ ქეი დი“- გუნდის წევრმა, რომელიც დახმარებას ახორციელებდა  საქართველოს კანონმდებლობის საკითხებთან დაკავშირებით

სანდროს სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე, მოიცავს საქართველოში მოქმედი 5 უმსხვილესი ავიაკომპანიის სამართლებრივ ასისტირებასა და წარმომადგენლობას. ასევე, კომერციული თვითმფრინავების, საავიაციო ძრავებისა და ვერტმფრენებისათვის დაფინანსების მიმწოდებელი გლობალური ავიაციის წამყვანი საფინანსო კომპანიების  იურიდიულ მომსახურებას.

იგი იურიდიული მრჩევლის რანგში მომსახურებას უწევს საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის: ისრაელისა და იაპონიის საელჩოებს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს.

სანდროს გამოცდილება საჯარო-კერძო პარტნიორობის სფეროში გამყარებულია შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოსა და დოქტრინის ღრმა ცოდნით, იქიდან გამომდინარე, რომ მონაწილეობას იღებდა საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში. მისი სადოქტორო ნაშრომი კი საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ კანონებისა და რეგულაციების შედარებით ანალიზს ეხება.

იურიდიული ფირმაემ ქეი დი“- გუნდში გაწევრიანებამდე სანდრო სამადბეგიშვილმ კავკასიის სამართლის სკოლა დაამთავრა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (LLM) მოიპოვა. ასევე, გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიაში, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო და საარჩევნო სამართლის შეფასებაზე მუშაობდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი