ლიკა ცინცაბაძე


განათლება

2013-2017 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი

2017-2020 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო სამოქალაქო სამართლის მაგისტრის ხარისხი

2018-2019 წლებში იყო ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის სტუდენტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი) საერთაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით

2023 წელს სწავლობდა ბუცერიუსის სამართლის სკოლის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე (გერმანია)

 

პროფესიული გამოცდილება

2015-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი

2016 წელს გაიარა სტაჟირება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში

2016-2018 წლებში მუშაობდა თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში არბიტრის თანაშემწის პოზიციაზე

2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით

2018 წელს გაიარა პრაქტიკა ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის იურიდიულ კომპანიაში

2018-2021 წლებში მუშაობდა არჩილ მჭედლიძის საადვოკატო ბიუროში უფროს იურისტად

2021-2022 წლებში იყო LTI Legal Associates დამფუძნებელი პარტნიორი

2021-2023 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია LTI Group-ის დამფუძნებელი წევრი და დირექტორი, სადაც მუშაობდა ადამიანის უფლებების, ქალთა გაძლიერების, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და კორპორაციული მდგრადობის საკითხებზე

2022 წლიდან არის იურიდიული კომპანია ნომოს ჯორჯიას (www.nomosgeorgia.com) დამფუძნებელი და ბიზნეს იურისტი

 

ტრენინგები და კონფერენციები

2017 წელს მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სასერთიფიკაციო სემინარებში

2020 წელს გაიარა სამართლებრივი განვითარების ინსტიტუტის საგადასახადო სამართლის ტრენინგის სრული კურსი

2020 წელს გაიარა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საინვესტიციო არბიტრაჟის ტრენინგი

2023 წელს გაიარა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის პირველი მოდული

2023 წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონის სამართლებრივი გამოფენაში - LegalEx

2023 წელს იყო სპიკერი IMI Daily Conference-ზე სტამბულში, თურქეთი

2023 წელს მონაწილეობა მიიღო ბუცერიუსის სამართლის სკოლის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის საზაფხულო პროგრამაში, გერმანია

2023-2024 წლებში იყო სპიკერი ნომად კაპიტალისტ ლაივ კონფერენციაზე, კუალა-ლუმპურში, მალაიზია

 

 

 

 

განხორციელებული პროექტები

2013-2015 წლებში იყო ელსა თბილისი წევრი და პროექტების ორგანიზატორი

2015-2016 წლებში იყო პროექტი Language Club-ის ხელმძღვანელი Erasmus Tbilisi ISU-ში

2017-2018 წლებში იყო სამოქალაქო განათლების ტრენერი თბილისის 60-ე საჯარო სკოლაში

2021-2022 წლებში იყო პროექტის ორგანიზატორი და ტრენერი “სოფლად მცხოვრებ ქალთა გარანტირებული უფლებები სასოფლო-სამეურნეო მიწაზე”, რომელიც განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით

 

ნომინაციები და ჯილდოები

2017 წელს გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის სამართლის სტუდენტთა ჩემპიონატში

2018 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრებითვის

2018 წელს გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამაში ლოძის უნივერსიტეტში, პოლონეთში

2018 წელს მიიღო ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის სტიპენდია და ისწავლა ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

2023-2024 წლებში იყო Corporate Sustainability Awards-ის ნომინანტი ეკონომიკური ზრდისა და ღირსეული სამუშაოს კატეგორიაში

 

ენები

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და თურქულ ენებს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი