თინათინ ცხვედიანი


იურიდიული ფირმა VBAT | უფროსი იურისტი

სამართლის მაგისტრი

 

თინათინი VBAT-ის გუნდს შეუერთდა 2013 წელს. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

სახელშეკრულებო და საკორპორაციო სამართალი, სანივთო სამართალი, ენერგეტიკის

სამართალი, შრომის სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი,

ადმინისტრაციული სამართალი, სახელმწიფო შესყიდვების სამართალი, დაზღვევის

სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.

თინათინი მუშაობს სხვადასხვა ტიპის კერძოსამართლებრივ ტრანსაქციებსა და

სასამართლო დავებზე, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და დავის

გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავებაზე. იგი მონაწილეობს VBAT-ის მიერ მხარდაჭერილ

საკვანძო პროექტებსა თუ გარიგებებში, აგრეთვე, წარმოადგენს კლიენტებს

მოლაპარაკებებზე, სასამართლოსა და არბიტრაჟში. მათი შეფასებით, თინა

„გამორჩეულია, ყურადღებიანი, გულისხმიერი, გონიერი და სანდო, სფეროს შესანიშნავი

ცოდნით“ (Legal 500, 2020).

თინათინის სამართლებრივი მხარდაჭერით, საქართველოს ბაზარზე შემოვიდა არაერთი

უცხოური წარმოება. მაგალითად, იგი იყო Hilton Worldwide-ის სამართლებრივი

მრჩეველი Hilton Batumi-ს გახსნასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოში დიდი

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სავიზო განაცხადების ცენტრის სამართლებრივი

მხარდამჭერი დაფუძნებისა თუ სხვა (შრომითსამართლებრივი საკითხები, პერსონალურ

მონაცემთა დაცვა) მიმართულებით.

თინათინი სხვადასხვა ტიპის იურიდიულ მომსახურებას უწევს და სასამართლო დავებში

წარმოადგენს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა Gross Energy Group, ENKA, Phazisi

Group, სს მისო კრისტალი, Fashion House Materia, Blauenstein Georgia, East Point – Shopping Mall,

Tbilisi Open Air, Nobel Ilaç, Schering-Plauდა სხვები. მას ასევე აქვს მდიდარი

გამოცდილება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობა-

აღსრულების საქმეებზე.

თინათინმა ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან. მან წარჩინებითვე დაასრულა ამავე

უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით. თინათინმა,

OSF-ის სტიპენდიით, მოიპოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის

მაგისტრის (LLM) ხარისხი ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი).

VBAT-მდე, თინათინი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფში.“ მისი პროფესიული

კარიერა კი დაიწყო 2008 წელს, თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში,

სადაც იგი თავდაპირველად შეისწავლიდა კანონმდებლობას და ამზადებდა

საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

მოგვიანებით კი, ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების

სამართლებრივ ექსპერტიზას.

ვრცელი საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, თინა აქტიურად ჩაბმულია აკადემიურ

საქმიანობაში. იგი ავტორია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

პრეცედენტული სამართლის არაერთი კვლევის, როგორიცაა „საკუთრების უფლების

დაცვა სისხლის სამართლის პროცესში,“ „დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა,“

„სიძულვილის ენის პრობლემატიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

პრაქტიკაში" და სხვა. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ფარგლებში,

თინათინი ასევე ჩართულია საკანონმდებლო პროცესებში, მათ შორის, სამოქალაქო

საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი