თამილა გაბაიძე


ამჟამად  არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი. 
მანამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში: „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ანალიტიკოსის პოზიციაზე პროექტისთვის „პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე. 
2014 წელს დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2018 წელს კი დაასრულა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის მიმართულებით. 
2020 წლიდან არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო (ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართალი) და დამატებითი (ბავშვთა უფლებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება) სპეციალიზაციებით.
2021 წლიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრი, 2023 წლიდან კი _ სერტიფიცირებული მედიატორი (სსიპ მედიატორთა ასოციაციის წევრი).
2022 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების თაობაზე ჩატარებულ ბენჩ-ბარში (მოსამართლეებისა და ადვოკატების შეხვედრა).
გარდა ამისა, მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე: თანასწორობა, სექსუალური შევიწროება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ევროკავშირის სამართლის იმპლემენტაცია, ინტელექტუალური სამართალი, მედიაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, საგადასახადო სამართალი და სხვ. 

მშობლიური ენის გარდა ფლობს გერმანულ და ინგლისურ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი