ოლიკო კობახიძე

"მე აქ შევიძინე მოტივირებული, განათლებული, მიზანდასახული მეგობრები"

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მოსამზადებელი კურსების შესახებ, სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე. სიმართლე გითხრათ, ყოველი დღე და მათ მიერ შექმნილი გარემო ჩემთვის იყო მოტივატორი, რათა მიმეღწია დასახული მიზნისთვის. 

ეს იყო ურთულესი და ამავდროულად დადებითი ემოციებით დატვირთული 3 თვე ჩემს ცხოვრებაში. შეხება მქონდა პროფესიონალ, მაღალკვალიფიციურ ლექტორებთან და მათგან უამრავი ახალი და საჭირო ცოდნა თუ უნარი შევიძინე. ასევე აღსანიშნავია ასოციაციის ყურადღებიანი პერსონალი, რომელიც ჩვენს წარმატებაზე მაქსიმალურად იყო ორიენტირებული. მათ შეკრეს გუნდი, რომელთა გამოცდილება თუ მხარდაჭერა კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანს გვხდიდა.

რაც მთავარია, შევიძინე მოტივირებული, განათლებული, მიზანდასახული მეგობრები, რომლებთან ერთადაც გატარებული თითოეული საათი ჩემთვის იყო უძვირფასესი და რაც მთავარია, ჩვენ ნამდვილად გვჯეროდა ერთმანეთის შესაძლებლობების. ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი სახელწოდებით „უ-ძლიერესები“, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი ერთობა და ასე, საერთო ძალებით, ურთიერთთანადგომით შევძელით მიზნის მიღწევა. 

საერთო ჯამში, ადვოკატთა ასოციაციამ შემიქმნა ძალიან კომფორტული, მეგობრული და ამვდროულად აკადემიური გარემო, რათა დამემტკიცებინა, რომ შეუძლებელი არაფერია, შემიმსუბუქა ის ნერვიულობა რომელიც წინა საგამოცდო პერიოდს თან ახლავს და გამიმყარა საკუთარი თავის რწმენა. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც სამომავლოდ აპირებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი