ნინო ბალამწარაშვილი

"მსურს, ხაზი გავუსვა სასწავლო გარემოს, რომელიც უაღრესად პოზიტიური, საქმიანი და ნაყოფიერი იყო"

მე დასაქმებული ვიყავი საადვოკატო სფეროში, ადვოკატის თანაშემწედ. თუმცა თავად არ ვყოფილვარ ასოციაციის წევრი და ყოველთვის მსურდა რომ ეს სტატუსი თავადაც მიმეღო. 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის შესახებ ასოციაციის ფეისბუკის გვერდის საშუალებით შევიტყვე და გადავწყვიტე, რომ დრო იყო თავადაც მეცადა ბედი. 

გავაკეთე განაცხადი და კურსიც წარმატებით გავიარე. მსურს, ხაზი გავუსვა სასწავლო გარემოს, რომელიც უაღრესად პოზიტიური, საქმიანი და ნაყოფიერი იყო. აღსანიშნავია სასწავლო პროგრამაც და მაღალკვალიფიციურ ტრენერთა გუნდიც. აღნიშნული კუსრის გავლის შედეგად არა მხოლოდ გამოცდის ჩაბარებისთვის მოვემზადე, არამედ გავიუმჯობესე ჩემი სამართლებრივი ცოდნა, რაც აუცილებლად გამომადგება ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

რაც შეეხება გამოცდას, ცოტა ვნერვიულობდი, თუმცა წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავხდი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ბედნიერი ვარ, რადგან ამ გზით მეძლევა საშუალებას დავიცვა ადამიანის უფლებები.   

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი