ჩვენი კოლეგის, ბელა გარსევანიშვილის ვაჟს, 17 წლის გიორგი გარსევნიშვილს, საზოგადოების თანადგომა და დახმარება ძალიან სჭირდება.
2026 წლის ივლისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გიორგი მძიმედ დაშავდა. მას მუხლის ამოვარდნა და წინა ჯვარედინი იოგის (ACL) სრული დაზიანება აღენიშნება. საქართველოში მას უკვე ჩაუტარდა დროებითი ფიქსაცია, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, იოგის აღსადგენად აუცილებელია შემდგომი ოპერაცია ისრაელში ჩატარდეს, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელთა დაფარვაც ოჯახისთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს.
ახლა გიორგის ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდება!
გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის მცირედი წვლილიც კი შეიძლება დიდი დახმარება აღმოჩნდეს გიორგისა და მისი ოჯახისთვის. ერთად შეგვიძლია, მას გამოჯანმრთელების გზაზე დავეხმაროთ და იმედი მივცეთ.
გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დავუდგეთ გიორგის გვერდით. ყოველი დახმარება მნიშვნელოვანია!
მიმღები დედა: ბელა გარსევნიშვილი - თბს ბანკი: GE70TB7123645064300069;
საქ. ბანკი: GE53BG0000000613722445




