გსურთ საადვოკატო საქამიანობა ამერიკაში?
ჩიკაგო-კენტის სამაგისტრო პროგრამა საშუალებას გაძლევთ მოიპოვოთ ამერიკული მაგისტრის ხარისხი ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში, იმუშაოთ სწავლის შემდგომ OPT-ის ფარგლებში, მოემზადოთ და ჩააბაროთ ამერიკის ადვოკატურის გამოცდა.
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს სთავაზობს სწავლას ამერიკული სამართლის სკოლაში 2026 წლიდან უფრო გაზრდილი შეღავათით, კერძოდ (SAL) 20%-იანი შეღავათით. 2026 წლიდან ამ შეღავათით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოქმედი ადვოკატები, ასევე ადაპტაციის პროგრამის მონაწილეები.
SAL-ის კურსდამთავრებულები ისარგებლებენ განსაკუთრებული პირობებით:
- გარანტირებული დაშვება ილინოი ტექის (Illinois Tech) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში (Chicago-Kent College of Law) სამაგისტრო LL.M სწავლებაზე
- გარანტირებული 75% სტიპენდია, რის შემდეგაც სწავლის საფასური შეადგენს 10 000 დოლარს, ნაცვლად 44 000 დოლარისა
- Dual LL.M & MBA გარანტიებული 45%-იანი სტიპენდიით, სტუდენტს შეუძლია 2 წლის განმავლობაში მოიპოვოს ორი დიპლომი: LLM & MBA
- TOEFL გამოცდისგან გათავისუფლება როგორც SAL-ში, ასევე Chicago-Kent LL.M დაშვებისას
- სწავლის შემდგომი პრაქტიკა, მუშაობის უფლება ერთ ან/და ორწლიანი OPT-ით გარანტირებული მიღებით
- ოჯახის წევრების ამერიკაში წაყვანის შესაძლებლობა F2 ვიზის ფარგლებში
- Bar exam-ისათვის მომზადება, რითაც იზრდება პროფესიული კარიერის პერსპექტივები ამერიკულ ბაზრზე
- ჩიკაგოში გამგზავრებამდე საორიენტაციო კონსულტაციები სწავლასა და საცხოვრებელთან დაკავშირებით გარანტირებულია
აპლიკაციის შემოტანის დედლაინი 15 თებერვალი 2026 წელი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პროგრამის დამფუძნებლებს. გთხოვთ, წინასწარ დეტალურად გაეცანოთ ოფიციალურ განაცხადს: https://salchicagokent.com/school/georgia/
ამერიკული სამართლის სკოლის დირექტორები:
577 974 001 ქ-ნი ქეთევან ჯელაძე
599 340 770 ქ-ნი მაია მესხი




