საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ადვოკატთა ასოციაციის წევრებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს! ექსკლუზიური შეთავაზება ადვოკატებზე ასოციაციასა და „დინამო თბილისს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ვრცელდება.
მემორანდუმის ფარგლებში „დინამო თბილისი“ ასოციაციის წევრებისთვის სპეციალურ, პრივილეგირებულ პირობებს უზრუნველყოფს. შეთანხმება ასოციაციის მოქმედი წევრებისთვის 10%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს როგორც საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ საშინაო მატჩების სეზონური აბონიმენტების შეძენაზე, ასევე ოფიციალურ საკლუბო მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციაზე.
ფასდაკლება ასევე ვრცელდება „დინამო თბილისის“ საფეხბურთო სკოლებში სწავლის საფასურზე შემდეგი პირობებით: პირველი ბავშვისთვის - 10%, მეორე სპეციალური პირობები ადვოკატებისთვის უკვე ამოქმედებულია. შეღავათით სარგებლობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ადვოკატის მოქმედი მოწმობის წარდგენის საფუძველზე შეუძლიათ.




