სპეციალური შეთავაზება "აჭარა ჯგუფისგან"

19 მაისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და „აჭარა ჯგუფის“ სტრატეგიული პარტნიორობა - ახალი პრივილეგიები ადვოკატებისთვის!

ადვოკატთა პროფესიული და სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და „აჭარა ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

შეთანხმების ფარგლებში, ასოციაციის წევრი მოქმედი ადვოკატები, მათი საადვოკატო ბიუროები და ოჯახის წევრები ადგილზე ადვოკატის მოწმობის წარდგენის საფუძველზე ისარგებლებენ სპეციალური, ექსკლუზიური და პრივილეგირებული პირობებით „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროებსა და სამუშაო სივრცეებში.

მემორანდუმის მიზანია ადვოკატთა კორპუსისთვის პრემიუმ ხარისხის სერვისებზე განსაკუთრებული წვდომის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს როგორც განთავსებას, ისე საკონფერენციო სივრცეებს. 

მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებით განსაზღვრული კორპორაციული ტარიფები არსებითად დაბალია საჯარო და საერთაშორისო პლატფორმებზე (მათ შორის Booking.com-ზე) არსებულ ფასებთან შედარებით.
პრივილეგირებული პირობები ვრცელდება შემდეგ ობიექტებზე:
Rooms Hotel Tbilisi
Rooms Hotel Batumi
Rooms Hotel Kazbegi
Holiday Inn Tbilisi

სატარიფო ბადე თითოეულ ობიექტზე წევრებისთვის მოდიფიცირებულია სპეციფიკური სეზონურობის გათვალისწინებით. ხოლო, ფიქსირებული ფასდაკლების პირობები მოქმედებს Rooms Hotel Kazbegi-ში,სადაც ასოციაციის წევრებისთვის განსაზღვრულია 20%-იანი ფასდაკლება საუკეთესო ხელმისაწვდომი საჯარო ტარიფიდან (Best Available Published Rate).

შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აქტიური საწევრო სტატუსის მქონე წევრებისთვის, მათი ბიუროებისა და ოჯახის წევრებისთვის.

ექსკლუზიური სატარიფო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე.

მოქმედების ვადა: წინამდებარე შეთანხმება ძალაშია 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ადვოკატთა პროფესიული და სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს პროფესიული საზოგადოებისათვის მაღალი სტანდარტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.



მადლობას ვუხდით ადვოკატთა ასოციაციის კორპორაციული მდგრადობის კომიტეტის წევრებსა და თავმჯდომარეს, ანა ჯალაღონიას კომპანიასთან მოლაპარაკებაში აქტიური ჩართულობისთვის!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი