საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და M-Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა - ახალი პრივილეგიები ადვოკატებისთვის!
ადვოკატთა პროფესიული და სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და წამყვან ჰოსპიტალითი და სარესტორნო ჯგუფ M-Group- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების ფარგლებში, ასოციაციის წევრები შეძლებენ ისარგებლონ ექსკლუზიური შეღავათიანი პირობებითა და სპეციალური ტარიფებით M-Group-ის მართვაში არსებულ სასტუმროებსა და კვების ობიექტებში.
სასტუმროები:
„ყვარლის ტბა“ (Kvareli Lake Resort): ადვოკატებისთვის დაწესდა სპეციალური კორპორატიული ტარიფები სასტუმროში განთავსებაზე. იხ.დეტალები.
„Monograph Freedom Square“: 20%-იანი ფასდაკლება სასტუმროში განთავსებაზე (მოქმედი საჯარო ტარიფებიდან);
20%-იანი ფასდაკლება კვებისა და ღონისძიებების მომსახურებაზე (მათ შორის: ბიზნეს ლანჩები, რესტორანი, ვახშმები, შეხვედრები და კორპორატიული ღონისძიებები).
ასოციაციის წევრის მიერ განხორციელებული ჯავშნის ფარგლებში შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ მასთან ერთად იმავე ჯავშანში მყოფი ოჯახის წევრებიც.
სარესტორნო და ქეითერინგ მომსახურება:
„Mcatering“ (ქეითერინგ მომსახურება) -15%-იანი ფასდაკლება;
„მასპინძელო ექსპრესი“ - 15%-იანი ფასდაკლება;
„მასპინძელო ორთაჭალა / პურის სახლი“ - 15%-იანი ფასდაკლება.
სარესტორნო და სხვა ინდივიდუალურ მომსახურებაზე ფასდაკლება მოქმედებს უშუალოდ ასოციაციის წევრზე.
შეღავათებით სარგებლობისთვის, ობიექტებში ვიზიტისას ან ჯავშნის განხორციელებისას აუცილებელია ადვოკატის მოქმედი მოწმობის წარდგენა.
აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ადვოკატთა პროფესიული და სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს პროფესიული საზოგადოებისათვის მაღალი სტანდარტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.




