საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს წევრებზე ზრუნვას და მათთვის, პროფესიული განვითარების პარალელურად, მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას, მათ შორის, ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და მეგალაბს შორის, რომელიც ამიერკავკასიაში JCI და ISO სტანდარტებით აკრედიტებული ერთადერთი სამედიცინო ლაბორატორიაა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის სამედიცინო კვლევებე 30% იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.
შეღავათი ვრცელდება ლაბორატორიის ნებისმიერ ფილიალში ადვოკატის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე. (მხოლოდ ადვოკატებზე)
იხ. ლაბორატორიული კვლევების ჩამონათვალი.
იხ. მეგალაბის ფილიალების მისამართები.
ინფორმაციისთვის: მეგალაბის საქმიანობა მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურაზეა დაფუძნებული. აქვს 800-ზე მეტი კვლევის სპეციალობა და 200-ზე მეტ პარტნიორთან თანამშრომლობს, მათ შორის საქართველოს წამყვან კლინიკოსებთან და კომპანიებთან.




