საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს სირაქიუზის უნივერსიტეტში სწავლა 50 პროცენტიანი სტიპენდიით შეუძლიათ

16 ივნისი 2022



საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯში, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს სწავლა 50%-იანი სტიპენდიით შეუძლიათ. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის ჩარიცხვის პროცედურა დასრულებულია. 2023 წლის ჩარიცხვის პროცედურის დაწყებასთანავე, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განახლდება შესაბამისად. 
 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯს შორის გაფორმებული მემორანდუმი მაგისტრატურის (Master of Laws (LL.M.) - პროგრამაზე გამარტივებულ სააპლიკაციო პროცესსა და სპეციალურ სტიპენდიებს მოიცავს.
გამარტივებული სააპლიკაციო პროცესის შესაბამისად, აპლიკანტებს მოეთხოვებათ მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
•    შევსებული სააპლიკაციო ფორმა ხელმისავდომია აქ.
•    ნიშნების ფურცელი/ფურცლები (თავდაპირველად ორიგინალი, მოგვიანებით დედანი)
•    ბიოგრაფია (CV)
•    პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ასლი
•    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის ან პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
•    ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმალური მოთხოვნები იხ. პროგრამის ბმულზე - https://bit.ly/3nCQTHj )
სააპლიკაციო დოკუმენტები 2022 წლის წლის 1-ელ მაისამდე უნდა ატვირთოთ LSAC სისტემის საშუალებით ან გააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: llmadmissions@syr.edu.
ამასთან, პრეფერენციული ჩარიცხვის სისტემის ფარგლებში, ის აპლიკანტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სირაქიუზის უნივერსიტეტის შესაბამის მოთხოვნებს, მიიღებენ 50%-იან სტიპენდიას პროგრამის საფასურის დაფარვისთვის და გათავისუფლდებიან 500$-იანი სადეპოზიტო თანხის გადახდისგან.
სააპლიკაციო პროცესის დაწყებამდე, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ პროგრამისა და ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას შემდეგ -  ბმულზე.
გაცნობებთ, რომ სააპლიკაციო და ჩარიცხვის პროცესში არ მონაწილეობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და იგი დამოუკიდებლად ხორციელდება სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პროგრამის ბმულზე ვერ მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის დეკანის მოადგილეს Andrew Horsfall-ს შემდეგ ელ-ფოსტაზე: ashorsfa@syr.edu
ქ. სირაქიუზისა და სირაქიუზის უნივერსიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
•    College of Law
•    Syracuse University
•    City of Syracuse.
გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი