საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განაგრძობს წევრებზე ზრუნვას და მათთვის პროფესიული საქმიანობის პარალელურად მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და განვითარების შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საგანმანათლებლო ჰაბ „იონთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ასოციაციის წევრებს მაღალი სტანდარტის არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაკუთრებული პირობებით ხელმისაწვდომობას შესთავაზებს.
პარტნიორობა მიზნად ისახავს ასოციაციის წევრებისთვის მრავალფეროვანი, მაღალი სტანდარტის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და იმგვარი სივრცის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს კოლეგებს შორის პროფესიულ მიღმა ინტერესების გაზიარებასა და ღვინის კულტურის სიღრმისეულ გაცნობას.
მემორანდუმი ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ექსკლუზიური (პრივილეგირებული) პირობების უზრუნველყოფას პარტნიორის მიერ ორგანიზებულ ღვინის პროფესიულ, პრაქტიკულ და დეგუსტაციის საგანმანათლებლო კურსებზე.
ექსკლუზიური (პრივილეგირებული) პირობები მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ კურსებს:
- ღვინის სენსორული ანალიზი
- მეღვინეობა
- მასტერკლასი ჭიქა ღვინოსთან ერთად (სპეციალური შეთავაზება ასოციაციის წევრებისთვის)
- სწავლება წარიმართება სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის სპეციალური ტრენინგებისა და მასტერკლასების სახით.
- მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის წევრებისთვის მოქმედებს 25% - იანი ფასდაკლება კურსების სრულ ღირებულებაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.




