ზაზა ხატიაშვილი
ზაზა ხატიაშვილი 2015 წელს ადვოკატის უფლებების დაცვისთვის და ადვოკატის პროფესიის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამავე წელს ზაზა ხატიაშვილი უკრაინის ნაციონალურმა ასოციაციამ დაჯილდოვა მედლით: ,,ადვოკატის პროფესიის განვითარებისათვის“
2017 წელს ზაზა ხატიაშვილს გადაეცა CCBE-ის წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდო.
2009-2017 წლებში არჩეული იყო ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარედ.
ზაზა ხატიაშვილი არის ადვოკატთა პირველი პროფკავშირების დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
2005 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, ხოლო 2005-2009 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2003 წელს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, მოიგო პირველი პროცესი საქართველოს ისტორიაში: ასანიძე – საქართველოს წინააღმდეგ.
1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას.
1994-96 წლებში თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში კითხულობდა სისხლის სამართლის კურსს.
1994 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.