სალომე ტყეშელაშვილი

ადმინისტრაციის უფროსი

სალომე ტყეშელაშვილი ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებს 2018 წლის 1-ლი ივნისიდან და ხელმძღვანელობს ასოციაციის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ მიმართულებებს, მათ შორის, ასოციაციის წევრთა მომსახურება, ადვოკატთა სოციალური დაცვა, საკომიტეტო საქმიანობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა ადმინისტრაციული საკითხები. 

2009-2012 წლებში სალომე სწავლობდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე თბილისის გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში, 2014 წელს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ, მიენიჭა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2017 წელს ევროკავშირის პროგრამის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროექტის ფარგლებში გაიარა ადამიანური რესურსების მართვის კურსი გერმანიაში და 2018 წელს გაიარა სპეციალიზებული კურსი ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში.

2012-2014 წლებში სალომე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო 2014 წლიდან 2016 წლამდე, ხელმძღვანელობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს.

2015-2017 წლებში, ეკავა საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია.

2016 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევის და განვითარების დეპარტამენტში, სადაც უშუალოდ იყო ჩართული რეფორმირებისა და სტრატეგიული განვითარების პროცესებში. 2018 წლიდან, მუშაობა განაგრძო საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ანალიტიკურ დეპარტამენტში.

გარდა მშობლიური ენისა, სალომე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი