მედეა ინასარიძე

ეთიკის კომისიის იურისტი

მედეა ინასარიძე ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტის პოზიციას იკავებს 2014 წლის 5 ნოემბრიდან. 

2009-2013 წლებში მედეა სწავლობდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში, 2011-2012 წლებში მედეამ გაიარა სტაჟირება თბილისისის მერიის პროექტის ფარგლებში - ,,გადაუდებელი იურიდიული დახმარება თბილისელებს“. 2013 წელს მედეამ გაიარა 6 თვიანი სტაჟირება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში.

2013-2015 წლებში მედეა სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში, 2014 წელს, მედეა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

2017 წლიდან მედეა არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

გარდა მშობლიური ენისა, მედეა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი