ღონისძიების აკრედიტაცია

საგანმანათლებლო ღონისძიებ(ებ)ის აკრედიტაციის მიზანია საქართველოში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა, ადვოკატთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, იურიდიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა.

აკრედიტებული საგანმანათლებლო ღონისძიების სტატუსი მიენიჭება ორგანიზაციის/ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც აკმაყოფილებს საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაციის შესახებ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საგანმანათლებლო ღონისძიებას აკრედიტაცია ენიჭება ერთჯერადად და აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.