პროფესიული სემინარი ვალდებულებითი სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა, დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და ჩატარდება 2026 წლის 25 და 26 აპრილს. სემინარი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის - იურისტებისთვის/ადვოკატებისთვის.
სემინარის მიზანია ვალდებულებითი სამართლის სფეროში სიღრმისეული ცოდნის გაზიარება. სემინარის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სემინარის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
სემინარს გაუძღვება დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტი, მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი.
სემინარის ფორმატი და სწავლების მეთოდი:
სემინარით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ სემინარს დაესწრონ დისტანციურად. სემინარის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები.
სემინარის ხანგრძლივობა და შინაარსი:
სემინარი ჩატარდება 2026 წლის 25 აპრილს, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე და 26 აპრილს, 10:00 საათიდან - 14:00 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1, დიღომი).
სემინარზე რეგისტრაცია 2026 წლის 24 აპრილის 13:00 საათამდე გაგრძელდება. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ჯამში - 12 საათს. სემინარი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის მავალდებულებელი გარიგების ფორმა და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით ხელშეკრულებების დადება;
- ხელშეკრულების დადების თავისუფლება და იერინგის დოქტრინა, შერეული ტიპის ხელშეკრულებები;
- წინარე და ბე-ს ხელშეკრულება ნარდობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის) ხელშეკრულებებში;
- ვალდებულების შესრულების გართულება ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით;
- ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებზე, თანამედროვე გამოწვევები სახელეკრულებო ურთიერთობებში;
- ხელშეკრულებიდან გასვლა. ხელშეკრულებიდან გასვლის ხანდაზმულობა; ვადებულების დარღვევასათვის დადგენილი პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულებიდან გასვლის პირგასამტეხლოს გამიჯვნის პრობლემები სასამართლო პრაქტიკაში. გასვლის პირგასამტეხლოზე შეთანხმება ნარდობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის) ხელშეკრულებებში;
- ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ნაკლისა და ნასყიდობის საფასურის ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის თავისებურებები, მეორადი მოთხოვნების ნასყიდობის სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის;
- ნარდობის ხელშეკრულება; ნარდობის ხელშეკრულების მოშლა და ზიანის ანაზღაურება. შესრულების ნაკლთან დაკავშირებული შემკვეთის მოთხოვნების ხანდაზმულობა, და ნაკეთობის ნაკლის გამო ხელშეკრულებაზე უარის მეორადი მოთხოვნის ხანდაზმულობა;
- ქირავნობა და იჯარა; ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ქირავნობა- იჯარის დროს;
- ჩუქების ხელშეკრულება. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობები და უფლებამონაცვლეობა;
- დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის ბრალი (მარტივი და უხეში გაუფრთხილებლობა) სადაზღვევო შემთხვევის დროს; სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება;
- სესხი და საბანკო კრედიტი. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები; მოვალის უფლებამონაცლისა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები.
- ხანდაზმულობა ფულადი სასესხო და საკრედიტო ვალდებულებებში. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებისადმი საკრედიტო ხელშეკრულების დროს;
- სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება. სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება და მისი გაუქმების წინაპირობები;
- არასრულწლოვანის ქონების განკარგვა. არასრულწლოვანის ქონების განკარგვის საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის პრობლემები.
სემინარის საფასური შეადგენს 450 ლარს. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ და ატვირთოთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული რეკვიზიტები.
საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და სემინარის დასახელება:
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"; ანგარიშის N GE27BS0000000004836000
სარეგისტრაციო პროცესში, კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 98 78 78 (შიდა ნომერი 5).




