სალომე კალაიჯიშვილი


სალომე კალაიჯიშვილმა 2017 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2020 წელს კი, ასევე წარჩინებით, ამავე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, რის შემდეგაც მას მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 

სალომე 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით. მას ასევე აქვს დამატებითი სპეციალიზაცია როგორც ბავშვთა უფლებების, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. 

სალომე 2019-2022 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, 2024 წლიდან დღემდე კი არის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრი. 

სალომე საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით. უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე შეუძლია კლიენტის ინტერესების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი