ლადო ბატიაშვილი


2021 წლიდან არის საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი. მინიჭებული აქვს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით.

2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში და აქტიურად იყო ჩართული 2016 წელს დაწყებული ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის განხორციელების პროცესში.

აქვს კერძო სექტორში  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში იკავებდა იურისტის პოზიციას სხვადასხვა იურიდიულ და აუდიტორულ კომპანიაში.

2017 წელს დაასრულა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, 2019 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი