თათია ქაჯაია
2016 წელს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ მიენიჭა სამართლის ბაკალავროს აკადემიური ხარისხი
2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით
2018 წელს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მიენიჭა კერძო/ბიზნეს სამართლის მაგისტრის აკადემიურის ხარისხი
2019 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით
2019 წელს მიიღო დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში
2020 წელს მიიღო დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო)
2016-2017 წლებში გავლილი აქვს სტაჟირება კერძო საადვოკატო ბიუროში
2017-2018 წლებში სტაჟირება გაიარა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“
2019 წლიდან დღემდე არის საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას, მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან.
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტებში და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს არაერთი ტრენინგ-კურსი.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამოქალაქო სამართალი (ვალდებულებითი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, სანივთო/ქონებრივი სამართალი, შრომითი, სამეწარმეო, სახელშეკრულებო სამართალი და სხვა. )
ფლობს ქართულ და ინგლისურ ენას.




