დათო კესარელი
2018 წლიდან დათო კესარელი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, (საერთო სპეციალიზაცია, დამატებითი სპეციალიზაციები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების (სამოქალაქო) მიმართულებით).
დათო კესარელი არის უფროსი იურისტი იურიდიულ ფირმა GLCC-ში. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს სახელშეკრულებო სამართალს, სამეწარმეო სამართალს, შრომის სამართალს, პერსონალური მონაცემთა დაცვის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს, სისხლის სამართალს.
იურიდიულ ფირმა GLCC-მდე, იკავებდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას.
2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2020 წელს ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. დათო 2018 წელს გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის Erasmus+-ის სტიპენდიანტი და სწავლობდა ესპანეთში, კორუნას უნივერსიტეტში.
დათო მშობლიური ქართული ენის გარდა ფლობს ინგლისურ ენას.




