ტრენინგი სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის!

18 სექტემბერი 2013

ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROLI) და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის ტრენინგებზე რეგისტრაციას. უპირატესობა მიენიჭება ადვოკატებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა ქვემოთ ჩამოთვლილ ტრენინგებში და ჯერ არ დაუგროვებიათ 2013 წლისათვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტები. 

1. ტრენინგის თემა: სასამართლო ექსპერტიზა.

ტრენინგზე განსახილველი საკითხები:

·          კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სახეები;

·          ტრასოლოგიური ექსპერტიზა;

·          დნმ-ის ანალიზი;

·          თითის კვალის ექსპერტიზა;

·          სეროლოგიური ექსპერტიზა;

·          ოდოროლოგიური ექსპერტიზა;

·          ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა;

·          ბალისტიკური ექსპერტიზა;

·          ფეთქებადი საშუალებების ექსპერტიზა;

·          მტკიცებულებათა ჯაჭვი (მტკიცებულებათა სახეცვლილებისაგან დაცვა და მათი

        შენახვისათვის აუცილებელი ღონისძიებები).

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე.

ტრენინგების ჩატარების თარიღები:  4, 11, 18, 25 ოქტმბერი.

ტრენინგის დაწყების დრო: 09:45.

ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 15   II სართული.

 

2. ტრენინგის თემა:სასამართლო- ფსიქიატრიული  და ავტო-საგზაო შემთხვევათა ექსპერტიზა

ტრენინგზე განსახილველი საკითხები:

·          სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის აქტუალური საკითხები;

·          სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები;

·          შერაცხადობა;

·          ქმედუნარიანობა;

·          არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა;

·          ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები;

·          საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერება;

·          კვლები და სხვა მტკიცებულებები;

·          ავტოტექნიკური ექსერტიზა (სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოსასაქონლო

        ექსპერტიზა).

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე.

ტრენინგების ჩატარების თარიღები:  28 სექტემბერი, 5, 19 ოქტომბერი.

ტრენინგის დაწყების დრო: 09:45.

ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 15   II სართული.

 

 

მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთი თემა და  დაუკავშირდეთ

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს

 

ტელ: (+995 32) 2224654 (შიდა ნომერი 18)

555070786555010605 / 555007708

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი