ტრენინგი სასამართლოს მედიატორობის კანდიდატების შესარჩევად

25 ოქტომბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული მედიაციის ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს და მედიატორთა დახმარებით უზრუნველყოფს მათ სამართალწარმოებაში დანერგვას, სასამართლოს მედიატორთა კანდიდატების შერჩევისთვის აცხადებს კონკურს.
კანდიდატების მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი დავების მოგვარება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეთა ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
შერჩეული კანდიდატები უფასოდ გაივლიან მედიაციის 55-საათიან ტრენინგს (ტრენინგის ხანგრძლივობა 6 სრული დღე 1 – 16 დეკემბერის პერიოდში, აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა სავალდებულოა), რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დაეუფლებიან მედიატორის უნარ-ჩვევებს, მედიაციის წარმართვის ტექნიკასა და სტრატეგიებს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ მედიატორის სერტიფიკატი და ჩაირიცხებიან სასამართლო მეიდატორთა რეესტრში, რის შემდეგაც ისინი ვალდებულნი იქნებიან ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) მონაწილეობის მიღება სასამართლო მედიაციის არანაკლებ 10 პროცესში;
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციის და მოთხოვნების სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45480?active=1
საკონტაქტო პირი: ელენე ორჯონიკიძე
ტელ: 591 01 42 49; 577 923 323
მისამართი : თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი