ტრენერთა შესარჩევი კონკურსი

4 აგვისტო 2016

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, ადვოკატებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად, აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსი მიმდინარებს გაეროს განვითარების პროგრამასთან, „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“,  თანამშრომლობის ფარგლებში.

ტრენერების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ადვოკატებს, იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ–მასწავლებლებსა და სხვა პრაქტიკოს იურისტებს.

კონკურსი ცხადდება ხუთი სასწავლო მოდულის მიხედვით:

მოდული #1
„სამოქალაქო დავების განხილვის თავისებურებანი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში“.

 მოდული #2
„სამედიცინო დავების განხილვის პრობლემური საკითხები“.

 მოდული #3
„მოწმის დაკითხვის ახალი წესი“.

მოდული #4
„ეკონომიკური დანაშაულები“.

მოდული #5
“ადვოკატთა როლი პირადი ცხოვრებისა და რელიგიის თავისუფლების ეფექტიან დაცვაში, განსაკუთრებით საზოგადოების მოწყვლადი ნაწილისათვის”.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები, ადვოკატებისთვის ტრენინგების ჩატარებამდე, არჩეული სასწავლო მოდულის მიხედვით, გაივლიან სპეციალურ მომზადებას, მოდულის შინაარსობრივ ნაწილზე და ტრენერის უნარ–ჩვევებში. ტრენერთა ტრენინგების გავლის შემდეგ, ყველა კანდიდატი ვალდებულია ჩაატაროს ერთი ტრენინგი ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, ანაზღაურების გარეშე.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ განაცხადზე დაყრდნობით, ხოლო მეორე ეტაპი – გასაუბრებას.

დაინტერესებულმა პირებმა ელ. ფოსტაზე:education.gba@gmail.com

ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ:

შევსებული განაცხადის ფორმა
(იხილეთ დანართი)

განაცხადის მიღება წარმოებს 2016 წლის, 4 აგვისტოდან
24 აგვისტოს ჩათვლით, 18:00 საათამდე. 

განაცხადის მიღება დადასტურდება ელ. ფოსტიდან education.gba@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: (+995 32) 555070786 / 555010605 / 555007708

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი