სწავლების კურსი - ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება

16 ოქტომბერი 2018

15 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონში“  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ევროპის საბჭოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მხარდაჭერით გაიმართა HELP-ის დისტანციური სწავლების კურსის - „ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულების“ პრეზენტაცია.

უფასო ონლაინ კურსი გამიზნულია სამოქალაქო და სისხლის სამართლის მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის, პროკურორებისთვის და ბავშვთა უფლებების ექსპერტებისთვის. კურსი ინტერაქტიული სახისაა: იგი 9 მოდულისგან შედგება, მათ შორისაა:

თავისუფლების აღკვეთა,

ინტერდისციპლინურობა,

მიგრაცია

თავშესაფარი ბავშვებისთვის.

 

ღონისძიების მიზანია ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების დანერგვა, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდა,  იმისათვის, რათა უკეთ დაიცვან ბავშვები  სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი