საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 თებერვალი 2018

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

„ვფიქრობ, დროაკონკურენციისმარეგულირებელიკანონმდებლობის დეტალური, სიღრმისეული და გაფართოებულიგანხილვა გავაძლიეროთ. აზრთა სხვადასხვაობის, მსჯელობის, რეკომენდაციების საფუძველზე შევიმუშაოთ ეფექტიანიკანონმდებლობა. დასაწყისშივე სწორად განვსაზღვროთ კონკურენციისპოლიტიკისის ძირითადი პრინციპები,  საერთაშორისო მიდგომები, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენიქვეყნისმომავალი განვითარებისათვის. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან დაწყებულია და დღევანდელი ჩვენი თანამშრომლობაც ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა უნდა იყოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა მემორანდუმის გაფომებისას.

 

ბატონმა დავით ასათიანმა პროგრესული უწოდა თანამშრომლობას და აღნიშნა : ,, ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის სააგენტოსთან მსგავსი ტიპის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, რადგან ადვოკატები ყოველდღიურად ახორციელებენ კლიენტების და ბიზნესკომპანიების დაცვას და წარმოდგენას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კონკურენტული ბაზრის არსებობას საქართველოში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  დაცული იქნას როგორც ადგილობრივი მეწარმეები, ასევე უცხოელი ინვესტორები“.

 

მხარეებს შორის თანამშრომლობის გაფომების საფუძველი, პირველ რიგში, კონკურენციის კანონმდებლობის დახვეწის, ცვლილებების შემუშავების პროცესში ადვოკატთა ასოციაციის წევრთა აქტიური ჩართულობა და თანამონაწილეობაა; ასევე კონკურენციის ადვოკატირების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, დაგეგმვა და ორგანიზება; კონკურენციის სფეროში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მეთოდური დახმარება, კვლევების წარმოება, კონსულტაციების გაწევა; ლექციების, პრეზენტაციების, სემინარების გამართვა საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, მათ შორის, ასოციაციაში მომუშავე და დაინტერესებული წევრებისათვის, იურიდიული/საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენელთათვის, ბიზნეს-სექტორისათვის და ა.შ.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი