საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-სქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებმა იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს

15 მაისი 2017

2017 – 12-13 მაისს თბილისმა უმასპინძლა საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ს ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების  საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიება გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვით.

კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE)  და ცხრა  საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA), ხოლო მხარდამჭერები - ევროპის საბჭო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG).

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში,მარია სლაზაკმა -  ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს PECO კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პიტერ დენისმა -  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების მენეჯერმა, გიორგი ჩხეიძემ-EWMI/PROLoG პროგრამის ხელმძღვანელმა და ზაზა ხატიაშვილმა - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს იურიდიულ პროფესიის თანამედროვე გამოწვევებზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე ამ სფეროში. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში იურიდიული პრაქტიკის გარანტიებსა და ექსკლუზიურობაზე, საქართველოში იურიდიული პროფესიის კონსტიტუციურ გარანტიებზე, ადვოკატურის საერთაშორისო გარანტიებზე, ადვოკატთა უფლებების და იურიდიული პროფესიის თავისუფლებების დაცვაზე, იურიდიულ პროფესიაში შესვლაზე და განათლების სტანდარტებზე, საზღვართაშორის დავებზე, სოციალური ქსელისა და მედიის გავლენაზე იურიდიულ პროფესიაზე და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი