საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) PECO კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

24 თებერვალი 2017

23 თებერვალს, ვენაში  ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) PECO კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია ესწრებოდა, დელეგაციას ადვოკატათა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაში ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და  ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომისიის წევრი ფრიდონ სიხუაშვილი შედიოდნენ.

 

(PECO) კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ადვოკათა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა  დავით ასათიანმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა, სადაც ისაუბრა საქართველოში  ადვოკატთა კორპუსის განვითარების, სირთულეების, განხორციელებული პროექტებისა და გეგმების  შესახებ. მან კომიტეტის წევრებს გააცნო სახელმწიფო   საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებები, რაც მოიცავს საკონსტიტუციო დონეზე ადვოკატთა უფლებების დაცვას და  გარანტიებს. ასევე, საუბარი შეეხო ადვოკატთა უფლებების  დარღვევის ფაქტებს საქართველოში, ადვოკატების უკანონო დაკავება-დაპატიმრებას.  უდიდესი ყურდღება გამახვილდა იმ პოლიციელების დაუსჯელობაზე, რომელნიც  პოლიციის სტრუქტურებში დღემდე აგრძელებენ მუშაობას.

 სხდომის ბოლოს,  დავით ასათიანმა უპასუხა შეკითხვებს და სხდომაში მონაწილე ევროპის ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ადვოკათა ასოციაციას თანადგომა აღუთქვეს, რაც მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებით გამოიხატება.

 

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE),  წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი