საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით სამოქალაქო მართლმსაჯულების საპროცესო საკითხებზე დისკუსია გაიმართა

7 ივლისი 2016

7 ივლისს სასტუმროში ,,Rooms”-ში ადვოკატებმა და მოსამართლეებმა, Bench-Bar-ის ფორმატში, დისკუსია გამართეს სამოქალაქო სამართალწარმოების ისეთ აქტუალურ  საკითხებზე, როგორიცაა: ზიანის ანაზღაურების სამართებრივი ასპექტები დელიქტურ ვალდებულებებში, სარჩელის უზრუნველყოფის და უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება (შებრუნების უზრუნველყოფა), მტკიცებულებათა შეგროვების და მტკიცების ტვირთის გადანაწილება შეჯიბრობითობის პრინციპის კონტექსტში.

 

Bench-Bar-ის მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. შეხვედრა აქტიური დისკურიის ფორმატში წარიმართა და აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის.  

 

შეხვედრა მხარდაჭერილი იყო  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონისუზენაესობისმხარდაჭერასაქართველოში“ (PROLoG) პროექტის მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი