2013 წლის 08 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება ადვოკატთა საერთო კრება. ადვოკატთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.
საერთო კრების დღის წესრიგის თანახმად, ადვოკატები მოისმენენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ეთიკის კომისიის, საგანმანათლებლო საბჭოს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, მოხდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების მიერ საარჩევნო პროგრამის წარდგენა. ჩატარდება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს წევრების, ეთიკის კომისიის წევრების და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები.
კრების მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კრებაზე დასწრების მსურველმა პირებმა: არასამათავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, კრების ჩატარებამდე 3 დღით ადრე (04 დეკემბერი 18:00 საათამდე) აკრედიტაციისათვის განცხადებით მიმართეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N 36
სამუშაო საათები: ორსაბათი-პარასკევი 10:00 -18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 22 46 54: 790 22 46 54; 18 34 86.
Email: info@gba.ge