სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ტრენინგები მიმდინარეობს

7 სექტემბერი 2018

5-6 და 7-8 სექტემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირისა  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, თბილისში,  ადვოკატთა ასოციაციის ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს.

ტრენინგის თემაა „ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია - ტრენინგის ჩატარების უნარ-ჩვევები“ და მას უძღვებიან დავების ეფექტური მოგვარების ცენტრის (CEDR) საერთაშორისო ექსპერტები: ანდრეი გროსმანი და სიუზან შულერი.აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას.

ადვოკატთა ასოციაციისათვის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი, განგრძობადი პროფესიული განათლების  სისტემის განვითარება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მსგავსი ტრენინგების მიზანია , რომ ჩვენმა ტრენერებმა  კიდევ უფრო დახვეწონ სწავლების უნარები. ეფექტიანი პროფესიული განათლების სისტემა უზრუნველყოფს მოქმედი თუ მომავალი ადვოკატების კვალიფიკაციის სრულყოფას და ჩვენი მოქალაქეებისათვის ხარისხიანი იურიდიული სერვისების მიწოდებას..“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი