სასტუმროში ,,შერატონ მეტეხი პალასი“ კონფერენცია გაიმართა

20 ნოემბერი 2013

                            

 

 

სასტუმროში ,,შერატონ მეტეხი პალასი“   კონფერენცია გაიმართა 

 

 სასტუმროში ,,შერატონ მეტეხი პალასი“ კონფერენცია გაიმართა, რომელიც ადვოკატის პროფესიის გაძლიერებას, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლების მიწოდების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

კონფერენცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე გასიტაშვილმა გააცნო.

საუკეთესო ამერიკული და ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ ვირჯინიის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ჯიმ მაკალი და ხორვატიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი რანკო პელიკარიჩი. საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პროფესიული ეთიკის განვითარებასა და შენარჩუნებაში სარეკომენდაციო გადაწყვეტილებების როლისა და  დისციპლინური სამართალწარმოების საპროცესო და არსებითი წესების შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებს „განათლებული ადვოკატურის“ ჩამოყალიბების, ადვოკატთა გამოცდების დახვეწისა და ხარისხიანი განგრძობადი იურიდიული განათლების შესახებ მოსაზრებები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად კორძაძემ გააცნო.

კონფერენცია იმართა USAID-ის  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტისა (JILEP) და ევროკაშირის პროექტის „სისიხლის სამართლის სისტემის რეფრმის მხარდაჭერა საქართველოში“ დახმარებით.

                    

  პროექტს აფინანსებს ევროკავშირი                                                              პროექტს ახორციელებს Human Dynamics-ი   

 

 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი