სამართლისა და ეკონომიკის ცენტრთან ადვოკატთა ასოციაცია მჭიდრო კავშირს ამყარებს

1 მაისი 2018

დღეს სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და მმართველი გუნდის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მოსამართლეები და დეპუტატები დაესწრნენ. 

 

დავით ასათიანმა თავის მისალოც სიტყვაში ხაზი გაუსვა ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობას და ცენტრში განხორციელებული ანალიტიკური კვლევებისა და ადვოკატთა საქმიანობაში მისი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მხარს დაუჭერს ცენტრის განვითარებასა და გაძლიერებას, სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის წარმართვისა და იდეების გენერირების გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი საუნივერსიტეტო ბაზაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული პროცესების შესწავლას. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი