საერთაშორისო სემინარი „დისკრიმინაციის აკრალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით - რელიგიურ, აზრის გამოხატვისა და შეკრების ნიადაგზე დისკრიმინაციისაგან დაცვის გარანტიები “

11 ნოემბერი 2013

 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა - 20 ნოემბერი

 

ევროპის საბჭო და ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებენ კონკურსს საერთაშორისო სემინარზე დასასწრებად, რომლის თემაა „დისკრიმინაციის აკრალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით - რელიგიურ, აზრის გამოხატვისა და შეკრების ნიადაგზე დისკრიმინაციისაგან დაცვის გარანტიები“.

აღნიშნული სემინარი ტარდება 17-18 დეკემბერს, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“.

სემინარის ჩასატარებლად მოწვეულნი არიან გამოცდილი ევროპელი და ქართველი ექსპერტები.

 

შესაბამისობის კრიტერიუმები

კანდიდატები უნდა იყვნენ იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები ან სამართლის სტუდენტები, რომელთაც აქვთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზისო ცოდნა, კერძოდ, იცნობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

განცხადებების შემოტანა

დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი რეზიუმე (მაქს. 2 გვერდი), მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად (მაქს. 300 სიტყვა) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: council.europe@gmail.com

 

განცხადებები იგზავნება ქართულ ენაზე. შემოტანის ბოლო ვადაა - 20 ნოემბერი.

 

სემინარში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა - 60.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი