პროექტი- სასამართლოს მეგობარი

8 თებერვალი 2017

ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ 2016 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს „გახდი სასამართლოს მეგობარი“.  პროექტის ფარგლებში 2017 წლის თებერვლიდან - ივნისის ჩათვლით თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე 10 საქმეზე უნდა მომზადდეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები სასამართლოში წარსადგენად.

იმისათვის, რომ დროულად და კვალიფიციურად მომზადდეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, საჭიროა დროული ინფორმირებულობა და საქმის მასალების მიღება.  5 თვის განმაბლობაში უნდა მომზადდეს 10 მოსაზრება, რომლებიც სასამართლოს დაეხმარება სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში. 

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრისა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე საქმეების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით: civilinvolvement@gmail.com ან/და დაგვიკავშირდით: 597 79 73 11 - ლაშა გიორგაძე / 577 05 61 17 - შოთა როსტომაშვილი. 

 

პროექტი „გახდი სასამართლოს მეგობარი“ დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. 

პროექტის მხარდამჭრები: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და საინფორმაციო/ანალიტიკური სააგენტო „მედია კლუბი“ 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი