ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ,,მტკიცებითი სამართალი“ მუშაობაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა

16 ნოემბერი 2013

15–16 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG)მიერ ორგანიზებული კონფერენცია ,,მტკიცებითი სამართალი“ გაიმართა. კონფერენციაზე მტკიცებითი სამართლის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაცია გააკეთა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.

 

კონფერენციაზე განიხილებოდა: ქართული მტკიცებითი სამართალი: დღევანდელი მდგომარეობა; მტკიცებითი სამართლის პრაქტიკაში არსებული გამოწვევები; მტკიცებითი სამართალი-მიზნები და ძირითადი პრინციპები; უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობა/დასაშვებლობა-ქართული სამართალი; ამერიკის მტკიცებითი სამართლის ფედერალური წესები (FRE)-პრე-ისტორია და ფუნქცია; უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობა/დასაშვებობა; უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობა/დასაშვებლობა; მტკიცებულების დასაშვებობა/დაუშვებლობა და სამართლიანი სასამართლო - ევროკონვენციის მოთხოვნები; სასამართლო პრაქტიკა, როგორც მტკიცებითი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი მიდგომების დამკვიდრების მეთოდი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი