მართლმსაჯულებაში ადვოკატის როლსა და უფლებების დაცვაზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა

16 აპრილი 2018

14 აპრილს,  - მესტიაში ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის  კომიტეტის ორგანიზებით  რეგიონული კონფერენცია გაიმართა, სადაც მართლმსაჯულებაში ადვოკატის როლსა    და  პროფესიული დაცვის მექანიზმებზე იმსჯელეს.

  

კონფერენციის მონაწილეებისადმი მისასალმებელ სიტყვაში ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ რეგიონებში ადვოკატის პროფესიული გაძლიერება და განვითარება, ასოციაციის  პრიორიტეტული მიმართულებაა: ,, მიმაჩნია, რომ დღეს კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და რეგიონული კონფერენციების დანერგვით ჩვენ ერთად გავაძლიერებთ პროფესიას. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ, ერთად გავაგრძელებთ ადვოკატთა ასოციაციის წარმატებულ ისტორიას.  სასიამოვნოა, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა საადვოკატო საქმიანობის საერთო პრინციპების გამყარების თაობაზე გაგრძელდება და განვითარდება. რეგიონული გამოცდილების გაზიარება აამაღლებს კორპორატიული მუშაობის ეფექტურობას და შესაძლებლობას მოგვცემს საერთო ძალებით გადავწყვიტოთ ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები“.

  

კონფერენციის  დასასრულს,  დავით ასათიანმა შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათთვის აქტუალურ სახვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა.  

   

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საჭოს და ეთიკის კომისიის წევრებმა, აღმასრულებელმა დირექტორმა-გიორგი ჭეხანმა,- ადვოკატის უფლებათა დაცვის   კომიტეტის წევრებმა და ასევე, რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი