ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მედიასთან შეხვედრა გაიმართა

18 ივლისი 2016

15-16 ივლისს, კახეთში მედიაწარმომადგენლებისა და  სამართლის პროფესიონალების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ   აქცენტები გაკეთდა განხორციელებული საქმიანობის შესახებ ასოციაციის წევრების უფლებების დაცვის და ასოციაციის როლის გაძლიერების კუთხით, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიაში შემომსვლელთათვის  ახალი  სტანდარტის დადგენის შესახებ. 

ჟურნალისტებს ჩაუტარდათ სემინარი ჟურნალისტური გამოხატვის თავისუფლება  და უფლება საქმის სამართლიან განხილვაზე -უდანაშაულობის პრეზუმფცია, სასამართლოს მიუკერძოებლობა, მართლმსაჯულების უზურპაცია. სამართალწარმოების კონტექსტში ჟურნალისტური გამოხატვის თავისუფლება და უფლება პირადი ცხოვრების დაცულობაზე. სემინარს  ექსპერტი ნანა მჭედლიძე  უძღვებოდა. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების მიერ - ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა" და ,,მედიის დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება".

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი