გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე

16 ნოემბერი 2016

29 ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართება

,,უანგარო დონორის“  აქცია:  ,, გაიღე სისხლი მათთვის, ვინც სიცოცხლე გაჩუქა“. რითაც დიდ წვლილს  შეიტანთ საქართველოში უანგარო დონორობის განვითარების საქმეში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ერთვება აქციაში  და მოუწოდებს ადვოკატთა კორპუსს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სისხლის ჩაბარების აქციაში, რათა გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე.

აქციაში მონაწილე დონორს გაუკეთდება შემდეგი გამოკვლევები: აივ ინფექცია-შიდსი, C და B   ჰეპატიტები, ათაშანგი, ასევე განესაზღვრებათ ჰემოგლობინი, სასხლის  ჯგუფი და რეზუსი. 

      გახდი დონორი, გაიღე სისხლი  და   შენ  სამ სიცოცხლეს გადაარჩენ! 

                       ინფორმაცია დონორობის მსურველებისთვის:

სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფროთხოა ჯანმრთელობისათვის.დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია; არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და C; შიდსი; სიფილისი; არ ხართ დაავადებული მალაარით; არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი; ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;  არ გაგიკეთებიათ ტატუ; არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი; ქალებს ბოლო ექვსი თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა; 
დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი. არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო და სხვა გრიპოზული მოვლენები. სისხლის ჩაბარების დღეს  უმჯობესია, დილით მსუბუქად  წაიხემსოთ და მიიღოთ თბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებისაგან. დონორმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.

სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა კითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი