ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი

27 სექტემბერი 2017

საქართველოს პარლამენტმ აკონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოსკონსტიტუციაშიცვლილებისშეტანისშესახებ“, მესამემოსმენით, 117 ხმითმიიღო, სადაც 31-ემუხლისმე-3 პუნქტის  რედაქცია ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ,,3. დაცვისუფლებაგარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში-წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით." კონსტიტუციაში ჩანაწერი მიუთითებს, რომ ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები უზრუნველყოფილია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ  ,,დღევანდელი დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება ადვოკატურის ისტორიაში. საქართველო გახდა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა რომლის ადვოკატთა კორპუსმა მიიღო კონსტიტუციური გარანტიები.   დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას  საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი  წარმოადგენდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი