საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, შავი ზღვის უნივერსიტეტის სპორტულ კომპლექსში, საფეხბურთო ჩემპიონატი გამართა. ტურნირში მონაწილეობას იღებდა ოთხი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო ადვოკატებისაგან.
საფეხბურთო ჩემპიონატში თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც თასი გადაეცა. ასევე, გამოვლინდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ადვოკატი.
საფეხბურთო ტურნირი პირველად ჩატარდა და ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.