ადვოკატთა საყურადღებოდ!

9 ოქტომბერი 2013

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განაგრძობს,  კვარტალში ერთხელ, პროფესიული ჟურნალის გამოცემას. უახლოეს დღეებში მიიღებთ ჟურნალ „ადვოკატის“ მესამე ნომერს, სადაც გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო და  კიდევ უფრო წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო  მასალას და ინფორმაციას.

გვსურს შეგახსენოთ, რომ თითოეულ თქვენგანს აქვს შესაძლებლობა გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომი მომდევნო ნომერში. თქვენ მიერ გამოგზავნილი სტატია განიხილება სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე და, უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში გამოქვეყნდება ჟურნალ „ადვოკატის“ მე-4 ნომერში.  სტატიის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2013 წ.

სტატიის განთავსებასთან დაკავშირებულ  ტექნიკურ საკითხებზე  დაუკავშირდით   ჟურნალ „ადვოკატის“   კოორდინატორს  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t_shugarova@yahoo.com

ან დაგვირეკეთ შემდეგ ტელ: 2 98 78 78  (ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი)

გისურვებთ წარმატებებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი