ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგების მიმოხილვა

13 ნოემბერი 2018

მიმდინარე წლის 8-9 ნოემბერს, თბილისში, ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციას დაესწრნენ ადვოკატები საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან,  რუსეთის ფედერაციიდან და ტაჯიკეთიდან, მათ შორის შვიდი სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 

კონფერენციაზე ექსპერტების რანგში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მაღალი დონის იურისტებმა, როგორებიც არიან: ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი და CCBE-ის ყოფილი პრეზიდენტი მარია სლაზაკი; ავსტრიის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი და CCBE-ის ყოფილი პრეზიდენტი რუპერტ ვოლფი; CCBE- ის ევროპული კონვენციის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ლორან პეტიტი და  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კრისტოფ ფონ ვილკენი.

 

კონფერენციის მონაწილეებმა, აქტიური განხილვისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ერთხმად მიიღეს  მნიშვნელოვანი დოკუმენტები. კერძოდ, რეკომენდაციების სახით მიღებულ იქნა ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების სახელმძღვანელო პრინციპები შემდეგ საკითხებზე:

 

  • საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა;
  • ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტანდარტები;
  • ადვოკატთა ასოციაციაციების როლი პრო-ბონო იურიდიული დახმარების განხორციელებაში.

აღნიშნული რეკომენდაციების გასაცნობად გთხოვთ, იხილოთ ბმული:

რეკომენდაციები ქართულად

რეკომენდაციები ინგლისურად

 

კონფერენციის ფარგლებში ასევე შემუშავდა და ერთხმად იქნა მიღებული „ადვოკატის პროფესიის შესახებ“ ევროპული კონვენციის მხარდამჭერი განცხადება, რომელიც მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს აღნიშნული კონვენციის შემუშავებისა და მიღების პროცესში. კონვენციის მხარდამჭერი განცხადების გასაცნობად გთხოვთ, იხილოთ ბმული:

 

განცხადება ქართულად

განცხადება ინგლისურად

განცხადება რუსულად

 

ადვოკატთა ასოციაცია მოხარულია პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ასეთი მნიშვნელოვანი შედგებით დასრულებით და მადლობას უხდის კონფერენციის ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი