ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს შორის სამუშაო შეხვედრა გამართა

4 მაისი 2018

3 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ჭეხანი და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის და ანტიკორუფციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - რაჟდენ კუპრაშვილი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს - ვალერიან ხასაშვილს და მის მოადგილეებს შეხვდნენ. 
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მუშაობის ძირითადი მიმართულებები. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის პროცესში ადვოკატთა ასოციაციას, როგორც ერთ-ერთ საზედამხედველო ორგანოს, მნიშვნელოვანი როლი გააჩნია. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნულ პროცესში ადვოკატთა ჩართულობა უნდა წარიმართოს ადვოკატსა და კლიენს შორის კონფიდენციალობის პრინციპის განუხრელად დაცვით. 
  
ასევე, ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთვება "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პროცესში და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით დაგეგმავს სასწავლო ღონისძიებებს ამ მიმართულებით ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი