ადვოკატთა ასოციაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ პრესკო

16 ნოემბერი 2013

18 ნოემბერს 13:00 საათზე საინფორმაციო სააგენტოს ,,პირველი“ პრეს–კლუბში  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე და  ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე დავით ასათიანი პრესკონფერენციას გამართავენ თემაზე–,,ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პროფესიული საიდუმლოების პრინციპს არღვევს.

,,ადვოკატთა შსახებ“ კანონის მეშვიდე მუხლს (პროფესიული საიდუმლოება) ემატება მესამე პუნქტი, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებული იქნება ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული კანონით და ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ, პირველ და მეორე მოსმენაზე არ იქნა მხარდაჭერილი. ხოლო,პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნა მიღებული.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი